დღე მეშვიდე, ლიზა

ვიღვიძებ, ისევ სიცარიელე. აზრი და შეგრძნება მოდის, რომ მალე მოვკვდები. ადრეც ყოფილა მსგავსი მოვარდნილი წინასწარმეტყველება. მაშინ მახსოვს მეგობართან გავიქეცი და მან დამამშვიდა, ეს უბრალოდ ფიქრიაო, მითხრა, ალბათ ამდენი ტკივილით
დაიღალეო. მაგრამ ეხლაც მეორდება, ვუყურებ ჩემს ხელებს და წარმოვიდგენ, როგორ ჩაალაგებენ ამ ხელებს ერთ დღეს კუბოში და როგორ იტყვიან, დამჭკნარა მისი ხელებიო.

კეთილი მედდა თანახმა იყო მოესმინა ჩემი სასოწარკვეთილი ხმა. ჩემს კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა მაგრამ მაინც მისმენდა. მე კი დაჟინებით ვეკითხბოდი: ეს რომელიმე
ფსიქიკური აშლილობის სიმპტომია თუ მე ამას ნამდვილად წინათვგრძნობ?
მერე ის მოხდა, რომ გათენდა, განათდა ცა და კლინიკის სხვა მაცხოვრებლებიც
გამოვიდნენ. ერთ-ერთი რომელიც ფსიქოზური შეტევებით მკვეთრად გამოირჩეოდა დიდვანზე მიწოლილიყო და წამლებით გაბრუებული, გაღვიძებას ცდილობდა. წამლები ისე უბინდავდნენ ტვინს, შუშის თვალებზე ეგრევე შატყობდით რომ დედამიწელი არ
იყო იმ მომენტში.

მე მას ლიზა შევარქვი. ლიზა ქერა, მაღალ და გამხდარ ტანიანი
გერმანელი იყო. გამუდმებით უსვამდა ხაზს, იმას რომ სპორტული აღნაგობა ჰქონდა და რომ პილატეს მასწავლებელი იყო.

კოხტად ჩაცმული, ნაცრისფერმანტომოგდებული
მხრებზე, შიგნით შავი ყელიანი ჯემპრით, მშვიდად იჯდა დივანზე და წიგნს კითხულობდა. ამ კონტრასტმა ცოტა კი დამაბნია.

ვფიქრობდი, ნეტა რა დიაგნოზი აქვს-მეთქი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. დღეს ის მშვიდად წამომჯდარა სასტუმტო ოთახში და შემეძლო დავლაპარაკებოდი. ლიზა მეგობრული ადამიანი აღმოჩნდა. სხვაზე მზრუნველი და მხიარული. ირონიული და მკბენარი კომენტარები მედდების მიმართ კი იყო მისი ჰობი, მაგრამ ზოგჯერ სასაცილოც კი ჩემთვის.

მე კი ისევ სიგარეტის მოწევა მომინდა. მოსაწევ ოთახში შევდივარ, მაგრამ იქიდან ერთი თანამცხოვრები გამოდის. კარს იჭერს ჯემპრისმკლავჩამოწეული, რათა შიშველი ხელით არ შეეხოს კარის სახელურს. ალბათ ჰიგიენის წიკი აქვს ან ბაქტერიების ეშინია. კეთლად

მეუბნნება ხელი არ მოკიდო სახელურს და კარებს ღიად მიტოვებს შიგნით ოთახში შესასვლელად. პარადოქსული ვიგრძენი განცდა, რატომ იზრუნა ჩემზე ასე. ამან გული ამიჩუყა. გარშემო მყოფი ადამიანები იმდენს ზრუნავენ ჩემზე ახლა ამ სიტუაციაში და მე
მათგან ვერაფერს ვგრძნობ. ჩემმა კლინიკის თანამცხოვრებმა კი მინიმალური ყურადღეების გამოჩენით დაატყვევა ჩემი ფსიქიკა, რომელმაც ზრუნვად გადამითარგმნა მისი ქმედება. გულში სითბო ვიგრძენი…

მოწევა დავასრულე. გარეთ გამოვედი. ფსიქოზის მქონდე თანამაცხოვრებელი ლიზა ისევ ისე იჯდა. არადა გუშინ იხვეწებოდა პილატე გავაკეთოთო, პილატეს მასწავლებელი ხო ყოფილა გარეთ. ყური არავინ ათხოვა და მომაბეზრებელ გიჟად ჩათვლას ვერ გაექცა. დღეს კი ასე გაბრუებული იჯდა დივანზე და ერთ წერტილს მისჩერებოდა. მე იმ ზრუნვის და სიკეთის ხაზი უნდა გამეგრძელებინა, რომელიც მოწევამდე მივიღე.

– გინდა პილატეს გაკვეთილი ჩავატაროთ? – ვუთხარი მე.

– სიამოვნებით! – თქვა და ისე წამოხდა, რამდენადაც მას მისმა გაბრუებულმა
ტვინმა მისცა უფლება. პილატეს გაკვეთილი ჩატარდა… განწყობა გამოკეთდა… თითქოს ერთგუნდურობა
ჩამოყალიბდა.

შემდეგ დღეს კი სიგარეტი მთხოვა. განა მართლა ეწეოდა, არა, მოსაწევ ოთახში უნდოდა შეპარვა რათა გაღებული ფანჯრიდან სუფთა ჰაერი ესუნთქა. მის ოთახში ფანჯრები მთლიანად ჩაურაზავთ მედდებს, გადახტომის საშუალება რომ არ მისცემოდა ვინმეს.
მისი ლოგინიც სხვანაირი იყო ვიდრე დანარჩენების. თურმე ამ ლოგინს დასაბმელებიც ქონია, რომლებიც მედდებს წარმატებით გამოუყენებიათ მასზე პირველ ღამეს. პირველ
ღამეს მართლაც უკონტროლო მოქმედებებით გამოირჩა ეს ქალი სხვებისგან. კიოდა, ყვიროდა და პროფესორს ეძახდა, მასთან საუბარი უნდოდა. მანიის ფაზაში მყოფი
მთელი ხმით გაჰკიოდა – მე პროფესორთან მინდა გასაუბრებაააააა – მედდები ცდილობდნენ მის დამშვიდებას. მან კი დემონსტაციულად გაშიშვლება დაიწო, რამაც იქაური პაციენტები მყისიერად ჩააჩუმა და კაც მედდებს კი სიცილი მოჰგვარა. ამ დროს
კი დავეჭვდი მათ პროფესიონალიზმში და მინდოდა გულიდან ამომეხეთქა სიტყვები, აქ სასაცილო არაფერია მეთქი, მაგრამ ისინი ჩემი კომენტარისგან ავტორიტეტად ყოფნამ გადაარჩინა. ხოდა იმ ღამეს ლიზა ლოგინზე მიუბამთ და დამამშვიდებლებით
გაუბრუებიათ. იმიტომ იყო, შუშის თვალებით რომ შემხვდა მეორე დღეს. მას შემდეგ წამლებით აბრუებდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *