დილით ფიზიოთერაპევტი მოვიდა, პალატებში შემოსძახა: “დილის გამამხნევებელი ვარჯიშიიიიიიი, ადგომის დროაააააააა”. ზოგჯერ ეს ფსიქიატრიული კლინიკა ჯარს უფრო გავს ვიდრე მენტალური პრობლემების მოგვარების ადგილსამყოფელს. შემოსძახა და გავიდა.
პაციენტების დილის არც თუ ისე ენთუზიაზმიანი სახეები თუ ამოსუნთქვები იყო პირველი, რაც მე დარბაზში შესვლისას დავინახე. უფრო სწორად, დარბაზი იგივე ოთახია, სადაც ჩვენ ყველა ვსაუზმობთ, ვვახშმობთ და ვსადილობთ, ტელევიზორს ვუყურებთ,
ვკითხულობთ, ვზივართ და კედელს ვაშტერდებით, თვალებისა და სხეულის გაუნძრევლად.
ახლა კი ამავე დარბზში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები უნდა ჩატარდეს. მადიგაზე ალაგებული სკამები პაციენტებმა ქვემოთ ჩამოდგეს. დამლაგებელს მოუსწრია იატაკის გაწმენდა. ჩამოდგეს და ეგრევე გვერდზეც მიდგეს მაგიდების შემოტრიალებასთან ერთად, რომ ადგილი ვარჯიშისთვის გაეთავისუფლებინათ. მოკლედ ვარჯიში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რაღაცა მაინც უშლიდა ხელს პუნქტუალურობას.
გავიხედე და დავინახე, როგორ სთხოვდა ფიზიოტერაპევტი ერთ მოხუც ქალს მალე დაემთავრებინა საუზმე და ბოლო მაგიდა შემოსატრიალებლად გაეთავისუფლებინა. ის კი ცოცხალი თავით არ დგებოდა და ჯიუტად აგრძელებდა საუზმეს. რძიანი ყავა ედო წინ და გერმანულ ზემელზე წასმული მარმელადი. ნელა და აუღელვებლად მიირთმევდა პატარა ნაკბეჩებით თავის საუზმეს. მე მხოლოდ უკნიდან ვხედავდი მას.
პატარა ქალი იყო თეთრი გრძელი თმით. წელში მოხრილი გაჭირვებით იღებდა ხელში ჭიქას. თითქოს უნდოდა ხელის კანკალი გაეკონტროლებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მე მაინც შევამჩნიე. ფიზიოთერაპევტის ორ წუთიანი ხვეწნის შემდეგ ადგა, ახლა მოვრჩიო, თქვა და საჭმლის გარეთ გატანას შეეცადა. არ გამოუვიდა ალბათ მძიმე იყო ჭურჭელი მისთვის. იქვე მდგარი ასევე მოხუცი კაცი მიეშველა ქალს. ჯენტლმენობა გამოიჩინა. ისიც კანკალით მივიდა და წელში მოხრილი ტაბლეტს ასაღებად წაეტანა. მაინც შეძლო მოხუც ქალს შეშველებოდა. მან კი, რა კეთილი ხართო, უპასუხა მოხუც კაცს და ორივე დარბაზიდან მშვიდად გავიდნენ.
ვარჯიში დაიწყო და როგორც დაიწყო ისევე დამთავრდა. ისევ დამთქნარება მოჰყვა ტაშს, რომელიც ბოლოს ერთმნეთს გასამხნევებლად დავუკარით.
Leave a Reply