საუზმე. ძილიდანვერგამოსული მდგომარეობა და უკვე ეგზისტენციალური ფიქრები.
ვიცი რომ ამ კლინიკაში გამოსაჯანმრთელებლად ვარ, მაგრამ კითხვა მაინც ისმის, რატომ
ან რისთვის?
როცა მიჭირს ამ კლინიკაში გარე სამყაროს გარეშე გაძლება, ვფიქრობ ჩემი მოვალეობაა ამ აქტივობებში და თერაპიებში მონაწილეობა. განა ამიტომ არ მოვედი აქ? ამიტომ უნდა ვაკეთო ის რაც მევალება. ვფოკუსირდე გამოჯანმრთელებაზე და დავივიწყო გარეთა სამყაროში არსებული პრობლემები. შემიძლია ნეტა ამ ქვეყანაში დარჩენა? რას გავაკეთებ აქედან რომ გავალ, უნდა ვიმუშაო თუ უნდა ვისწავლო? ჩემს ლექსიკონში ფრაზა გაჩნდა: “აქედან რომ გავალ…” “გარეთა და შიგნითა სამყარო, რომელსაც მხოლოდ ერთი ხის კარი ყოფს ერთმანეთისგან.” “კარს რომ უკან მივიხურავ, გარე სამყარო გარეთ რჩება…”
ფსიქოთერაპიები, ჯგუფური თერაპიები, ფიზიოთერაპიები, შრომითი თერაპიები…
მუსიკა და არტ თერაპიები. აი ჩემი საქმიანობა შიგნითა სამყაროში, მაგრამ ამის კეთებას აზრი ხომ უნდა ქონდეს? გამოჯანმრთელებას აზრი ხომ უნდა ქონდეს?
რატომ ან რისთვის უნდა გამოვჯანმრთელდე ამას კი არ ვერავინ გეტყვის. ფილოსოფიური კითხვააო მიპასუხა ფსიქიატრმა, როცა მას ეს ფიქრები გავუმხილე. ფილოსოფიური შეიძლება იყოს, მაგრამ განა პასუხგაუცემელი? სადმე ხო მუნდა ვიპოვო ამ კითხვაზე პასუხი. ის თუ გადავწყვიტე რომ დედამიწაზე ვრჩები, მაშინ რაღაცისთვის ხომ უნდა დავრჩე? სად ან როგორ ვიპოვო პასუხი?
Leave a Reply