ვიცით შეცდომების გარეშე მშობლობა არ არსებობს, მაგრამ შეცდომა არ გამორიცხავს იმ ტკივილს, რომელსაც ახლა ჩვენ ვატარებთ.
მოგიყვებით, ვინ გაზარდეთ თქვენ და ვინ გავზარდეთ ჩვენ ჩვენი თავებისგან.
მძიმე იქნება ამის მოსმენა, განცდა კი უფრო ტკივილიანია ჩვენთვის.
ჩვენ ვართ შვილები…
- შეშინებულნი ყოველ საათს, ფეხი არ წაგვცდენოდა და არ დაგვეშავებინა რამე.
- შეშინებულნი ყოველ საღამოს, მონსტრი მამების დაბრუნებისას არაპროგნოზირებადი მოვლენებით.
- შეშინებულნი, მშობლების გამუდმებული კონფლიქტებით.
- შეშინებულნი, მშობლების ნერვიულობით, რომელი რომელს უფრო დაჩაგრავდა.
- შეშინებულნი, მშობლების ცუდად ყოფნით.
- რომლებიც მშობლების კეთილდღეობის მისაღწევად ფეხის წვერებზე დადიოდნენ.
- ზიზღითა და ბრაზით სავსენი, რომლებსაც მოძალადეების სიყვარული აიძულეს.
- რომლებსაც არც დადებითი და არც უარყოფითი ემოციის უფლება არ ჰქონდათ.
- რომლებსაც დავალებად მთელი ოჯახის ემოციური მხარდაჭერა განესაზღვრათ.
- რომლებმაც პატარა და-ძმები გაზარდეს.
- რომლებიც ბაზისური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იბრძოდნენ და თავის და-ძმაზეც ზრუნავდნენ.
- რომლებსაც ოჯახის მოლოდინები უნდა გაემართლებინათ.
- რომლებიც მარტონი იტანჯნენ და ჯოჯოხეთს გადაურჩნენ.
ჩვენ ტრავმის შვილები ვართ!
ვინ გავზარდეთ ჩვენ ჩვენივე თავებიდან?
თავისუფალი ადამიანი…
- რომელსაც სელფ-რეფლექსიისა და ემპათიის ოკეანე გააჩნია.
- რომელსაც განცდების ამოცნობა, დასახელება და კონტროლი შეუძლია.
- რომელიც შრომისმოყვარე, შეუპოვარი და ამტანია.
- რომელსაც უსაზღვრო სიყვარული შეუძლია ადამიანების მიმართ.
- რომელსაც საოცარი მეგობრობა შეუძლია.
- რომელიც დაუღალავად იბრძვის თქვენგან მიყენებული ტრავმები გადალახოს და განვითარდეს.
- რომელიც იმხელა ტკივილის ამტანია, თვითმკვლელობაზე უარი თქვა და ცხოვრება გააგრძელა.
მსურს ეს სიტყვები სხვა ბავშვებისგან აღარასდროს გამეგოს!
Leave a Reply