Anxiety and Workplace

გამარჯობა!

დღეს მინდა შფოთვით აშლილობაზე ვისაუბრო. მგონია, რომ სიტყვები “შფოთვა” და “პანიკური შეტევები” ძალიან ხშირად ისმის ჩვენს საუბრებში, და კარგია, რომ ასეთი ტერმინები არსებობს ჩვენს ცნობიერებაში. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ხშირად ძალიან მარტივად ვიყენებთ მათ საუბრისას. თუმცა ჩემს თავს ვეკითხები, განა ნამდვილად ვიცით კი, რა არის შფოთვა და პანიკური შეტევები და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სამსახურის გარემოს ჩათვლით?

ზოგჯერ ძალიან მარტივად მესმის ისეთი ფრაზები, როგორიცაა “მისი მანქანა რომ დავინახე, თითქმის პანიკური შეტევა მქონდა.” და ვფიქრობ, “ძვირფასო, შენ ნამდვილად არ იცი, რა არის პანიკური შეტევა, და მიხარია, რომ არ იცი. სხვა შემთხვევაში ასე მარტივად ვერ იტყოდი პანიკურ შეტევას”. ჩემი მეგობარი, Julius-ი, დავპატიჟე იმისთვის, რომ უფრო მეტი ვისაუბროთ შფოთვითი აშლილობის შესახებ. ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მოქმედებს შფოთვითი აშლილობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გამარჯობა, ჩემი სახელია Julius, და დღეს აქ ვარ, რომ შფოთვითი აშლილობისა და ჩემი გამოცდილების შესახებ ვისაუბრო. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მარის, რომ მიმიწვია თავის ბლოგზე. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ მენტალური ჯანმრთელობის თემების შესახებ საუბრებიც გვაერთიანებს.

ვფიქრობ, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საუბარი, მისი დესტიგმატიზაცია და იმის ახსნა, თუ როგორია ცხოვრება დიაგნოზის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა. მე თავად შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი მაქვს, და შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ჩემი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

მაგრამ მანამდე ჩემი შფოთვა საკმაოდ ძლიერი იყო. თინეიჯერობის წლებში რამდენიმე წელი ვებრძოდი შფოთვით აშლილობას და უმეტესად ეს ძალიან რთული იყო. მინდა ვისაუბრო, როგორ მოქმედებდა ეს ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე, და გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა და ხრიკი, როგორც მათ, ვინც შფოთვითი აშლილობთ იტანჯება, ასევე მათ, ვისაც გარშემო ყავდ ადამიანები შფოთვითი აშლილობით.

ჩემთვის ყველაფერი დაიწყო რამდენიმე წლის წინ. თითქოს ერთ დღეს გავიღვიძე და დიდი შფოთვა ვიგრძენი. მაგრამ მაშინ არ მქონდა საკმარისი სიტყვები და ტერმინები. არ ვიცოდი, რა იყო შფოთვა ან პანიკური შეტევა. მაშინ მხოლოდ ვფიქრობდი, რომ თავს უცნაურად ვგრძნობდი. გულის ცემა მქონდა მომატებული, სტრესს ვგრძნობდი, მკერდში მტკიოდა რაღაც და მხოლოდ ამ ახალი შეგრძნებების შესახებ ვფიქრობდი.

მძიმე იყო, რადგან ეს შფოთვა მუდმივად გრძელდებოდა. შფოთვაზე ფიქრები იყო ჩემი პირველი ფიქრები დილით და ბოლო – საღამოს ძილის წინ. ეს ნამდვილად ხელს მიშლიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვაგრძელებდი ფუნქციონირებას, მაგრამ ძალიან რთული იყო. შფოთვა თავს იჩენდა სხვადასხვა სიტუაციებში. თითქოს ყველაფერი ჩემში შფოთვას იწვევდა.

არსებობდა ცნობილი შიშები, რომლებიც არსაიდან მოვიდა ჩემში. მაგალითად, სიმაღლიდან შიში, ფრენის შიში, ხალხით სავსე ადგილების შიში. მაგრამ ასევე არსებობდა ნაკლებად ცნობილი, ძალიან ირაციონალური შიშებიც, მაგალითად ფილოსოფიური ფიქრების შიშები, რატომ ვარ ამ სხეულში, ამ სხეულში საიდან აღმოვჩნდი. ერთ მაგალითს მოგიყვებით: ერთხელ საღამოს კბილის გახეხვისას კბილის პასტის მენთოლის გემო მეჩვენა ძალიან უცნაური და მეშინოდა, რომ არ ვიცოდი, რა არის გემო ზოგადად. ამან დიდი შფოთვა გამოიწვია.

ამ მაგალითით მინდა ვაჩვენო, რამდენად ირაციონალურია შფოთვა. ეს ნორმალურია შფოთვითი აშლილობისთვის. შიშები, რომლებიც სხვებისთვის შეიძლება ძალიან უცნაური ჩანდეს. არ არის საჭირო აიხსნას ირაციონალური შიშები. მათთვის მინდა ვთქვა, ვინც შფოთვით დაავადებულ ადამიანებთან უწევს ურთიერთობა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შფოთვა ირაციონალურია და ხალხს შეიძლება ნებისმიერ რამეზე შფოთვა გაუჩნდეს. რა თქმა უნდა ამას ვერ გავაკონტროლებთ ვის შეიძლება ჩვენს გამო ადამიანს შფოთვა გაუჩნდეს, მაგრამ ყურადღებით თუ ვიქნებით ადამიანის რეაქციების მიმართ, შეგვიძლია გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნილებები იმ მომენტში.

სამუშაო ადგილი რთული ადგილია შფოთვისთვის. რთულია გაიხსნა და უთხრა ხალხს, რომ შფოთვითი აშლილობა გაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იყოს ყურადღებიანი და დააკვირდნენ, როგორ რეაგირებენ სხვები.

მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შექმნან უსაფრთხო გარემო, სადაც თანამშრომლები თავიანთი შფოთვის შესახებ ღიად შეძლებენ საუბარს. საჭიროების შემთხვევაში, ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიმართონ HR-ს ან ფსიქოლოგებს თავიანთ კომპანიებში.

მინდა ასევე იმედი მივცე იმათ, ვისაც შფოთვითი აშლილობა აწუხებს. ამჟამად თავს უკეთესად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ თითქმის გადავლახე. ეს არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად შეიძლება.

იმედია, ჩემი გამოცდილება და რჩევები სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც შფოთვა აწუხებს და იმედია, ჩემი სიტყვები დაგეხმარებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *