Welcome!

ამ ბლოგით მინდა შევქმნა პლათფორმა, სადაც შეგვეძლება ვისაუბროთ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინტერპერსონალური ურთიერთობისა და კომუნიკაციის ჭრილში.

იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად არ ვსაუბრობთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს, როგორ გავამხნეოთ ან უბრალოდ, როგორ ვიურთიერთოთ მათთან. ჩვენ იმის შესახებაც ცოტას ვსაუბრობთ, თუ როგორ ვაწებებთ მათ სტიგმას და როგორ ვატარებთ სტერეოტიპულ ლინზაში მათთან ურთიერთობას.

ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ უარესდება ინტერპერსონალური და სოციალური ურთიერთობები მაშინ, როდესაც ადამიანს დეპრესია უვითარდება. ასე რომ, თუ გყავს მეგობრები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით ან შენ თავად გადიხარ ამ გზას, ეს ბლოგი შენთვისაა.

მე მარი ვარ, ახლახანს მიღებული დიაგნოზით: პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა და ღრმა დეპრესია. ჩემი მიზანია, გემსახურო იმ დისკუსიების წამოწყებით, თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ და შევქმნათ ჩვენს გარშემო სწორი სოციალური წრე და როგორ დავეხმაროთ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს. ამ პირველი ვიდეოთი მსურს, საუბარი დავიწყო სირცხვილის განცდით, რომელიც დიაგნოზის მიღებას ახლავს თან. მოდი, ერთად გავხსნათ დიაგნოზებთან დაკავშირებული ტაბუ. ვისაც დიაგნოზის დასახელება არ სურს, გამართლებულია და ვალიდური, მაგრამ დიაგნოზის ქონის გამო სირცხვილის განცდა?!

სანამ მე გაგიზიარებდეთ, რას ნიშნავს ჩემთვის დიაგნოზი და როგორ დამეხმარა ის ყოველდღიურობაში, მინდა გთხოვოთ მომწეროთ, რას ნიშნავს თქვენთვის დიაგნოზის ქონა ან რას ნიშნვს თქვენთვის, ადამიანს ჰქონდეს დიაგნოზი?

შევხვდებით ბლოგის შემდეგ ნაწილში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *